myinvaruli formebi - kari

 

სავარძლისებრი ბუნებრვი ჩაღრმავება მთის კალთაზე. აქვს ციცაბო, კლდოვანი კედლები და ჩაზნექილი ფსკერი. წარმოიქმნება პატარა მყინვარის ან თოვლნარის ზემოქმედებით და ნივაციის შედეგად. ზოგიერთი კარი ამოვსებულია კარული მყინვარით ან ფირნით, ზოგში სეზონური თოვლია დაგროვილი.

კარის ფსკერზე ხშირად მყინვარული ტბებია გავრცელებული. განაპირა მხარეს კარს გააჩნია საშუალო სიმაღლის საფეხურები (რიგელი).

ხშირად კარის ქვემო ნაწილიდან კალთებზე მიცოცავს ეროზიული წარმოშობის არაღრმა ვიწრო ღარტაფი, სადაც გაზაფხულზე ჩაედინება გამდნარი წყალი ან მუდმივი ნაკადული.

კარების გაფართოების შემდეგ მათი ახლო მდებარე კედლები განიცდიან ერთმანეთის გადაკვეთას და შედეგად იქმნება ციცაბო თხემები და რელიეფის სპეციფიური ფორმა - კარლინგი. ხანგრძლივი გაფართოების შედეგად კარები ერთმანეთს ერწყმიან და ქმნიან ცირკს. უკანა კედლების დამსხვრევის შედეგად კარი ქმნის - ტროგს.

საქართველოში კარი ფართოდაა გავრცელებული. ხშირად იგი მყინვარული ტბებითაა დაკავებული (მაგ. ადუედა აძიჟი, ტანიეს ტბა და სხვ.).